დოლარში თიბისი ბანკის 1000 ობლიგაცია გასხვისდა და გამომდინარე იქიდან, რომ თითო ფასიანი ქაღალდის ფასი 1003 დოლარი იყო, გარიგების ჯამურმა ღირებულებამ 1 მილიონ 3713 დოლარი შეადგინა, თუმცა იყო სხვა აქტივობებიც. მაგალითად, შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 263 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა ჯამური ღირებულებით 269 ათასი დოლარი.
ლონდონში, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასულ კვირას "საქართველოს ბანკის" 271 ათას აქციაზე მეტი გასხვისდა 4.3 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის ტრადიციულად ყველაზე მეტი - 495 ათასი აქცია 5 მილიონ ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 10,682 აქცია - 24 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" 113 ათას ფასიან ქაღალდზე მეტი გასხვისდა 1.7 მილიონად.
რაც შეეხება კომპანიების ღირებულებას, "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო მონაცემებით, 793 მილიონი ფუნტია, "Georgia Capital" 365 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 308 მილიონადაა შეფასებული, "თიბისი ბანკის" ღირებულება კი, 842 მილიონია.
საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი, GSX რამდენიმე თვეა 140.5 პუნქტია და ის არ შეცვლილა.
რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ის 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.

























