მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფონდო ბირჟაზე "ზედაზენის" ობლიგაციები განთავსდა

5c3481acd1532
ლევან თაღიაშვილი
08.01.19 17:32
1072
წინა წლის 26 დეკემბერს საქართველოს საფონდო ბირჟაზე სს „ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოშვებული 5-წლიანი, 25 მილიონი ლარის ღირებულების 5000 ცალი ობლიგაცია საფონდო ბირჟის A კატეგორიაში დაილისტა.

განთავსების აგენტი სს „თიბისი კაპიტალი" იყო.

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს დამატებული 400 საბაზისო პუნქტით, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.

ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 21 დეკემბერი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე 37 ფასიანი ქაღალდია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები