მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟიდან 3 კომპანია მოიხსნა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 29 ნოემბერს 3 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა, ესენია: სს „თბილისის ქაღალდის ფაბრიკა“, სს „ინდუსტრია-21“ და სს „საქტელეფონმშენი“. სამივე მათგანის შემთხვევაში ამის მიზეზი მათივე განცხადება გახდა ვაჭრობიდან მოხსნის მოთხოვნის თაობაზე.

ამჟამად ბირჟაზე მხოლოდ 36 ფასიანი ქაღალდია დალისტული, აქედან 5-A კატეგორიაში (შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია, სს "სილქნეტი", სს "საქართველოს ბანკი"), 6-B კატეგორიაში ( სს "მისო კრისტალი", სს "ნიკორა ტრეიდი", შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია", სს "m2 უძრავი ქონება", სს "ნიკორა", სს "ლიბერთი ბანკი"), დანარჩენი კი, არა-სალისტინგო კატეგორიაში.

რაც შეეხება ბირჟის ინდექსს (GSX), ის 141 პუნქტს შეადგენს.

საბაზრო კაპიტალიზაცია ნოემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ 955 მილიონი ლარია.

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები