მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი 25 პუნქტით დაეცა

5bb7473a15e73
ლევან თაღიაშვილი
05.10.18 16:00
877
საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი GSX 25 პუნქტით დაეცა. ამის მიზეზი სავარაუდოდ 19 კომპანიის დელისტინგია, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ამჟამად GSX 125 პუნქტია, რაც ბოლო 6 თვეში 110 პუნქტიან ვარდნას ნიშნავს. ბოლო პერიოდში მისი მაქსიმუმი მარტში დაფიქსირდა (235), გაზაფხულის შემდეგ ბირჟაზე ინდექსს კლების ტენდენცია აქვს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის ინფორმაციით, 27 სექტემბერს 19 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი კომპანიების განცხადება და ის ფაქტი იყო, რომ კომპანიებს სავაჭრო სისტემაში 6 თვის განმავლობაში არცერთი გარიგება არ ჰქონდათ დადებული.

ამჟამად GSE.GE-ს (ბირჟის ოფიციალური ვებ-გვერდი) ინფორმაციით, ბირჟაზე მხოლოდ 45 ფასიანი ქაღალდია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები