საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 835 მილიონით შემცირდა
ლევან თაღიაშვილი
05.11.18 09:44
• 598
31 ოქტომბერს საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის ახალი მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც კაპიტალიზაცია 835 მილიონი ლარითაა შემცირებული. დიდი ალბათობით მასზე გავლენა 19 კომპანიის დელისტინგმა მოახდინა. კომპანიები 27 სექტემბერს მოიხსნა საფონდო ბირჟიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ 6 თვის განმავლობაში არცერთი გარიგება არ ჰქონდათ დადებული. რაც შეეხება ბირჟის ინდექსს, GSX ბოლო 1 კვირაში გაზრდილია 11 პუნქტით. შეგახსენებთ, რომ წინა კაპიტალიზაციის მონაცემი 2 მილიარდ 279 მილიონი იყო.