მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა - წლის შეჯამება

5c207fc1da52f
ლევან თაღიაშვილი
24.12.18 11:13
661
საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში  გარიგება არ დადებულა.

რაც შეეხება 2018 წლის შეჯამებას, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფაქტობრივად, ერთგვარი "წმენდა" განხორციელდა, რადგან 60-ზე მეტი კომპანიის დელისტინგი მოხდა.

საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა გიორგი ფარესიშვილმა ამაზე არაერთი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს სხვადასხვა მოთხოვნებმა გამოიწვია; მაგალითად, აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ კანონმა, რომელიც კომპანიებს ავალდებულებდათ დაექირავებინათ შესაბამისი დონის აუდიტორული კომპანია.

ცხადია იყო ახალი ფასიანი ქაღალდებიც, მაგალითად სულ ახლახანს დალისტული „ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის“ 103 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ობლიგაცია, ასევე სს “ნიკორა ტრეიდის” მიერ განთავსებული ფასიანი ქაღალდები და ა.შ.

გასულ წელს ბირჟის ინდექსი 215 პუნქტი იყო, თუმცა 1 წლის განმავლობაში ის 141 პუნქტამდე დაეცა, რაც ცხადია, ზემოთხსენებული 60 კომპანიის დელისტინგის გამო მოხდა.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ისიც შემცირდა და ეს კლება 2-მილიარდიანი იყო. გასულ წელს მისი მაჩვენებელი 3 მილიარდ 773 მილიონი ლარი იყო, ახლა კი, 1 მილიარდ 995 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები