სავაჭრო სესიების დროს საქართველოს საფონდო ბირჟაზე ტრადიციულად საბანკო სექტორი და სს ,,ლიბერთი ბანკი აქტიურობდა’’, რომელმაც 5 გარიგება დადო და ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც იაქტიურა, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.
მისი გარიგებების მოცულობამ 43,278 აქცია შეადგინა, ჯამურმა ღირებულებამ კი - 1298 ლარი და 34 თეთრი.
რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს ლარში, არც ერთ კომპანიას არ უაქტიურია. ხოლო დოლარში გარიგებებს რაც შეეხება, ,,m2 უძრავმა ქონებამ’’ სულ 22 აქცია გაყიდა, თითო დაახლოებით, 1043 დოლარად; გამომდინარე აქედან, ჯამური ღირებულება 22,953 დოლარს შეადგენდა.
მნიშვნელოვანი სიახლე აქვს „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც 2018-2019 წლებში ბანკის დამოუკიდებელ აუდიტორად შპს ,,იუაი საქართველო’’ დანიშნა.
ბანკმა ასევე დაამტკიცა 2017 წელს პრივილეგირებული აქციების დივიდენდის გადახდა 4.5 მილიონ აქციაზე 17%-ის ოდენობით, რაც 776 ათას ლარზე მეტს შეადგენს; გაცემის დაწყების თარიღად კი, 2018 წლის 30 ივნისი დასახელდა.
რაც შეეხება სხვა კომპანიის სიახლეებს, სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიამ’’ გამართა აქციონერთა საერთო კრება, სადაც საკუთარ წესდებაში შეიტანა გარკვეული ცვლილებები და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც გადაახალისა.
საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია კვლავ 2 მილიარდ 479 მილიონ ლარს შეადგენს, მისი ინდექსი (GSX) კი 167 პუნქტია.

























