მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5bdfd7a8862fb
ლევან თაღიაშვილი
05.11.18 10:20
689
სავაჭრო სესიების დროს სს „საქართველოს ბანკის“ 20 აქცია გასხვისდა, თითო 45 ლარად და ჯამში გარიგების ღირებულებამ 900 ლარი შეადგინა. ფიქსინგის დროს ეროვნულ ვალუტაში სს „თელასის“ 208 აქცია გასხვისდა 208 ლარად. ერთი აქციის ფასი 1 ლარი იყო. დოლარში შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 აქციაზე დაიდო გარიგება რისი ღირებულებაც 10,229 დოლარი იყო. ბირჟის ინდექსი, GSX, დაახლოებით 10 პუნქტით გაიზარდა და ამჟამად მისი ნიშნული 142-ია. ახალი მონაცემებით საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია 835 მილიონი ლარით შემცირდა და ის ახლა 1 მილიარდ 444 მილიონ ლარს შეადგენს. საბაზრო კაპიტალიზაციაზე გავლენა იქონია 19 კომპანიის დელისტინგმა, რომელიც 27 სექტემბერს მოიხსნა საფონდო ბირჟიდან. შეგახსენებთ, რომ წინა მაჩვენებლი 2 მილიარდ 279 მილიონი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები