რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, “m2 უძრავი ქონების” 19 აქცია გაიყიდა, თითო 1023 დოლარად და შესაბამისად გარიგების ფასი 19451 დოლარი დაფიქსირდა.
ე.წ ფიქსინგის დროს სს „ოქსინოს“ აქციები გასხვისდა, მისი 1 აქციის ღირებულება 2 ლარი იყო, შესაბამისად 500 აქციის გასხვისების შემდეგ ჯამურმა თანხამ 1000 ლარი შეადგინა.
დოლარში შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანიის” 4 აქცია გასხვისდა 4117 დოლარად.
ბირჟის ინდექსი GSX თითქმის არ შეცვლილა და ის ამჟამად 142 პუნქტია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი ბოლო მონაცემებით 1 მილიარდ 793 მილიონი ლარია.