რაც შეეხება ე.წ ფიქსინგს, დაფიქსირდა 2 მსხვილი გარიგება, სადაც „m2 უძრავი ქონების“ 390 და შპს „საქართველო სალიზინგო კომპანიის“ 320 აქცია გასხვისდა, შესაბამისად მათი ღირებულება $400,452 და $328,038 იყო.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს, 3 კომპანიის დელისტინგი მოხდა ბირჟაზე, ესენია: სს „თბილისის ქაღალდის ფაბრიკა“, სს „ინდუსტრია-21“ და სს „საქტელეფონმშენი“. სამივე მათგანის შემთხვევაში ამის მიზეზი მათივე განცხადება გახდა ვაჭრობიდან მოხსნის მოთხოვნის თაობაზე.
რაც შეეხება ბირჟის ინდექსს (GSX) ის 141 პუნქტს შეადგენს.
გამოქვეყნდა საბაზრო კაპიტალიზაციის ახალი მონაცემები. ეს რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია და ამჟამად 1 მილიარდ 955 მილიონ ლარს შეადგენს, რაც თითქმის 200 მილიონიანი მატებაა. მიუხედავად ამისა, ის ისტორიულ მაქსიმუმს მაინც ჩამორჩება. ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით მარტის თვეში ეს რიცხვი 3 მილიარდ 770 მილიონი იყო.