მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c0e205d153fc
ლევან თაღიაშვილი
10.12.18 12:13
664

საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას არცერთი გარიგება არ დადებულა არც სავაჭრო სესიების და არც ე.წ ფიქსინგის დროს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ასეთი შემთხვევები.

რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟას, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, მიუხედავად იმისა, რომ Galt and Taggart-ის მონაცემებით, ოთხივე მათგანის საკმაოდ დიდი რაოდენობის აქციები იყიდება, მათი ფასიანი ქაღალდების ფასი მაინც იკლებს. გასულ კვირას ყველაზე მეტი, "საქართველოს ბანკის" 363 113 აქცია გასხვისდა და მისმა ფასმა დაახლოებით, 5 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. Georgia Capital-ის 127 839 აქცია გასხვისდა 1 მილიონ 384 ათას ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 155 172 აქციაზე მეტი გაიყიდა, თიბისი ბანკის კი მხოლოდ 70 108, რისი ფასიც 1 მილიონ 28 ათასი ფუნტი იყო.

შემცირდა თითოეული მათგანის საბაზრო კაპიტალიზაციაც. "თიბისი ბანკი" 796 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული, შემდეგ მოდის საქართველოს ბანკი 665 მილიონით, Georgia Capital 410 მილიონი ფუნტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი - 289 მილიონი ღირს.

რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟას, მისი ინდექსი, GSX დაახლოებით, 1 თვეა 141 პუნქტს შეადგენს და არ შეცვლილა.

საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 30 ნოემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ 955 მილიონია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები