მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c17435538333
ლევან თაღიაშვილი
17.12.18 12:00
712
სავაჭრო სესიების დროს ტრადიციულად გარიგება დაიდო სს "ლიბერთი ბანკის" აქციებზე. გასხვისდა 7435 ფასიანი ქაღალდი, გარიგების ღირებულება კი, 290 ლარი იყო. მეტი აქტივობა არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში არ ყოფილა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვლავ შემცირდა ქართული კომპანიების აქციების ფასი. საქართველოს ბანკის 390 000-მდე აქციაზე დაიდო გარიგება, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 5 მილიონ 280 ათასი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. Georgia Capital-ის 126 000-ზე მეტი აქცია გასხვისდა 1 მილიონ 300 ათას ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის თითქმის ნახევარი მილიონი აქცია - 1 მილიონ 77 ათას ფუნტად და თიბისი ბანკის - 157 000 აქცია 2 მილიონ 230 ათას ფუნტად.

რაც შეეხება თითო აქციის ფასს, კლება ჰქონდა სამ კომპანიას, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ფასიანი ქაღალდების ფასი კი არ შეცვლილა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე ძვირად შეფასებულია კვლავ თიბისი ბანკი, რომლის ღირებულებაც 762 მილიონ ფუნტამდე შემცირდა, შემდეგ მოდის საქართველოს ბანკი 662 მილიონით, Georgia Capital – 381 მილიონით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი, 289 მილიონი ფუნტი ღირს.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 10 დეკემბრიდან „ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის" მიერ გამოშვებული 5-წლიანი, 103 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები იქნა დაშვებული საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

ფასიანი ქაღალდები განთავსდა 5 წლის ვადით და მისი აგენტი იყო შპს "თიბისი კაპიტალი". ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი.

რაც შეეხება საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსს GSX-ს, ის  1 თვეზე მეტია უცვლელია და 141 პუნქტს შეადგენს.

საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 30 ნოემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ 955 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები