მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5c37299c912ed
ლევან თაღიაშვილი
10.01.19 19:02
847
1 იანვრიდან დღემდე სავაჭრო სესიების დროს სს "ლიბერთი ბანკის" 41,230 აქციაზე დაიდო გარიგება, თითო ფასიანი ქაღალდის ფასი 3.9 თეთრი იყო, ჯამურმა ღირებულებამ კი, 1607 ლარი შეადგინა. რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებას ანუ ე.წ "ფიქსინგს", უცხოურ ვალუტაში დაფიქსირდა ერთი მსხვილი გარიგება.

შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 103 აქცია გასხვისდა, თითო - 1024 დოლარად, შესაბამისად, ჯამურმა ღირებულებამ $105,528 შეადგინა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ბირჟაზე ახალი, 12 მილიონი დოლარის და 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები განთავსდა. ობლიგაციები შესაბამისად სს "ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ და სს "ქართული ლუდის კომპანიას" ეკუთვნის.

ბირჟის ინდექსი, GSX მცირედით გაიზარდა და ამჟამად 144 პუნქტს შეადგენს. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ის 1 მილიარდ 963 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები