მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია წელს 12-ჯერ, 631  მლნ ლარამდე შემცირდა

საფონდო ბირჟა

საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 631.2 მლნ ლარამდე დაეცა. ბოლო 1 თვეში ბირჟამ კაპიტალიზაციის 40% ანუ 435.8 მლნ დაკარგა.

2024 წლის 31 დეკემბრის შემდეგ კი, საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 11.6-ჯერ, 7.3 მილიარდიდან 0.6 მლრდ ლარამდეა შემცირებული. კლება ბირჟაზე გარკვეული კომპანიების ფასიანი ქაღალდების დელისტინგით არის გამოწვეული.

ამჟამად, საფონდო ბირჟაზე 16 კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების 39 ემისია და სამი კომპანიის აქციებია დაშვებული.

1 იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით კი, საფონდო ბირჟაზე 28.8 მლნ ლარის, 21.39 მლნ დოლარის და 3.09 მლნ ევროს არასაბირჟო გარიგება აღირიცხა. სავაჭრო სესიებზე კი ამავე პერიოდში მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ აქციებზე დაიდო 7 გარიგება, ჯამურად 25 146 ლარის ოდენობით.

ის, რომ საფონდო ბაზრის გააქტიურებისთვის კომპლექსური ნაბიჯებია საჭირო ჯერ კიდევ სექტემბერში BMG-სთან საფონდო ბირჟის ახალმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამზაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პლატფორმის გაუმჯობესება, საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარება და საფონდო ბაზრის განვითარებაზე ორიენტირებული რეგულაციები.

გიორგი ამზაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბირჟის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ასევე განიხილება რეგიონალური და საერთაშორისო ინტეგრაცია, მათ შორის დუალური ლისტინგის დანერგვა. რაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს განვითარებულ ბაზრებსა და საქართველოში ერთობლივად მოახდინონ ფასიანი ქაღალდების დალისტვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები