საქართველოს საფოსტო ბაზარზე კოლაფსია- ქართული გადამზიდავი კომპანიები ჩინეთიდან Temu-ს პლატფორმაზე წარმოქმნილ მოთხოვნას ვერ უმკლავდებიან. ამანათების დაგვიანებაზე საუბრობენ როგორც მომხმარებლები, ისე თავად ბიზნესის წარმომადგენლები. რა შეცვალა ქართულ ელექტრონულ კომერციაში საერთაშორისო ვაჭრობის პლატფორმა ტემუს გამოჩენამ და რა მოლოდინები აქვთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს?