მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს საგადასახადო რეჟიმი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან"

5aa2515de2d6e
მარი როჭიკაშვილი
09.03.18 13:17
729
„საქართველოს საგადასახადო რეჟიმი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში “საქმიანი დილა“ განაცხადა.

ხუციშვილის განმარტებით, ევროკავშირმა 90 ქვეყნის საგადასახადო რეჟიმი შეაფასა, საიდანაც 17 ქვეყანა შავ სიაში მოხვდა, 47 ქვეყანას კი მიეცა მითითება და გამოსასწორებლად ერთი წელი. საქართველო კი მოხვდა იმ ნაწილში, რომელი ქვეყნების საგადასახადო რეჟიმი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის შეფასების პროცესს აქვს ძალიან მიშვნელოვაი შედეგები, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სტანდარტად არის აღებული და ქვეყანას, რომელიც შავ სიაშია დაფინანსებას არ აძლევენ.

უფრო მეტიც, მიმდინარე დაფინანსებასაც კი უჩერებენ. გარდა ამისა ქვეყნები ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავენ დამატებითი გადასახადების შემოღებას შავ სიაში შესული ქვეყნებთან მიმართებაში.

“ეს ნიშავს რომ შავ სიაში შესული ქვეყანა ხდება იზოლირებული საერთაშორისო ვაჭრობაში და გამოყოფა ხდება ქვეყნის ცუდი ფორმით.”–განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ყველა ცვლილება, რასაც სამინისტრო შეიმუშავებს, ევროკავშირის ფილტრი ექნება გავლილი და ისე წარედგინება საზოგადოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები