მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთში "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

დესპანი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სომხეთში, გიორგი ჩხეიძე "ოცნების" გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ემიჯნება.

მისი სახელი საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ათობით თანამშრომელთა შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „ოცნების" განცხადება "არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს".

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, თითქმის ყოველწუთიერად მზარდია. ამ დროისთვის [2:57 საათი] მათი რაოდენობა 84-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები