მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჰაერო-სატვირთო ბაზარზე ლატვიური კომპანია RAF-AVIA შემოდის

607290cf8d09c
მარიამ იზორია
11.04.21 13:00
963
საქართველოს საჰაერო-სატვირთო ბაზარზე ლატვიური კომპანია RAF-AVIA შემოდის, მათი ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია AERO GEORGIA GROUP-ი იქნება.

ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში" AERO GEORGIA GROUP-ის დამფუძნებელმა იგორ აფციაურმა ისაუბრა.

კომპანია დასაწყისისთვის მხოლოდ ტვირთის გადაზიდვაზე, როგორც ერთჯერად, ასევე მრავალჯერად ჩარტერებზე იმუშავებს, პანდემიის გამოსწორების შემდგომ კი სამგზავრო რეისების დამატებასაც გეგმავს.

„გვიხარია, რომ ამ კრიზისულ პერიოდში RAF-AVIA-ი ჩვენი ბაზრით დავაინტერესეთ, კომპანიას ბაზა რიგაში აქვს, სულ 9 ბორტს ფლობს, მათი საჰაერო ხომალდები 8 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას შეძლებენ, რაც საქართველოს ბაზრისთვის მოსახერხებელია განსხვავებით სხვა Cargo-ავიაკომპანიებისგან, რომლებიც 40 ტონა ტვირთზე მუშაობენ“, - აცხადებს აფციაური.

ავიაკომპანაია საჰაერო-სატვირთო რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, დასაწყისისთვის უკრაინასა და საამიროებში, განახორციელებს. კერძოდ, ავიაკომპანია პირველ ერთჯერად სატვირთო რეისს დუბაისა და ევროპის მიმართულებით მაისში შეასრულებს.

კომპანია სამომავლოდ ბორტის თბილისში ბაზირებას და სამგზავრო ხაზის დამატებას აპირებს, „ჩვენი საბოლოო მიზანი ბორტის თბილისში ბაზირებაა, ამას რეგულარული სატვირთო რეისები სჭირდება, რასაც, იმედია, ივნისში მივაღწევთ, რაც შეეხება RAF-AVIA-ს 33-ადგილიან სამგზავრო ბორტს „saab 340“ რეგიონის ფრენებისთვის მოსახერხებელია, პანდემიის ჩაწყნარების შემდეგ ამაზე ვიმუშვებთ", - აღნიშნავს იგორ აფციაური.

AERO GEORGIA GROUP-ის დამფუძნებლის თქმით, კომპანიას მაქსიმალურად ხელმისაწვდომი საფასო პოლიტიკა ექნება, რათა მწარმოებლებმა მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები