მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9 %-ით გაიზარდა

5b99023c6aa30
BM.GE
12.09.18 16:08
773
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 9%-ით გაიზარდა.

2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 319 ფრენით და 9%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის იანვარი - აგვისტოს პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 69 912 ფრენა შეადგენ, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 791 ფრენით, ანუ 4.2% -ით არის გაზრდილი.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა - დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 8 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორი ადგილობრივ აეროპორტში 31 303 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ანუ 21.4%-ით მეტია.

უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - აგვისტოს ჩათვლით 27 859 000 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით და 1.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე . 

საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850).

საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები