ბოლო პერიოდში ბევრი რეიტინგი თუ კვლევა დაგროვდა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივის ანალიზს ეხება. ტვინების გადინება, ბედნიერება, შრომის ბაზარზე არსებული ახალი შოკი, მუდისის თუ სტანდარტ ენდ ფურსის შეფასებები – საკვანძო აქცენტებად იქცა. რა არის მთავარი ტენდენციები, რასაც უნდა დავაკვირდეთ – განსაკუთრებით მაშინ, როცა შეფასებებიც და პროგნოზებიც უკიდურესად პოლარიზებულია და ქართული ოცნებაც ძირითად მიგნებებზე მხოლოდ შერჩევითად ამახვილებს ყურადღებას.
სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - ეკონომისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად