საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები უკვე დაიწყო.
23 თებერვალს საქართველოს ნაკრები დანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დანიაში, ქალაქ Næstved-ში გაიმართება.
26 თებერვალს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთის ნაკრებს თბილისში, თბილისი არენაზე შეხვდება.
თამაშებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი იქნება. ის აღნიშნულ თამაშებზე საქართველოს გუნდს პირველად გაუწევს მწვრთნელობას.
საქართველოს ნაკრებში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე წინა მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან ერთადაც მუშაობდნენ.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.