მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ცნობილია

ჯო ტომასონი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი თად მაკფადენის ნაცვლად თელ-ავივის “მაკაბის” უკანახაზელი ჯო ტომასონი იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჯო ტომასონი 30 წლისაა და პროფესიონალურ კარიერაში ჯამში 9 გუნდში აქვს ნათამაშები. მისი პირველი პროფესიონალური კლუბი ბუქარესტის "დინამო" იყო, რომელშიც 2016/17 სეზონში თამაშობდა, შემდეგ ის NBA-ს G ლიგაში გადაბარგდა და "ნიუ-ორლეან პელიკანსის" განვითარების ლიგის გუნდის, "ბირმინგემ სკუადრონის" ღირსებას იცავდა.

ჯო ტომასონს გამთამაშებლის და მსროლელის პოზიციაზე შეუძლია თამაში. პერიმეტრიდან სროლის გარდა, მას სამწამიანში შესვლის უნარიც აქვს. ტომასონი ევროლიგის კლუბ “მაკაბიში” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა, მანამდე კი ესპანურ “გრანადაში” ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 52 წლის სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ჯიკიჩი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ბერძენი ილიას ზუროსი ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები