მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა

619e41a036b1e
ინგა მურუსიძე
24.11.21 20:03
402
დღეს, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა.

როგორც bm.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ეს არის მრავალწლიანი, თანმიმდევრული შრომის შედეგი, რომელსაც GMGA-მ საქართველოს სახელწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მიაღწია.

"სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრობა არის ერთის მხრივ საქართველოს, როგორც სამთო მიმართულების უდიდესი აღიარება მსოფლიო დონეზე და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მთამსვლელებისა და სამთო გამყოლებისთვის, საქართველოში მიღებული სწავლებით მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები