სამთო-კურორტ შამონიში საქართველოს საერთაშორისო მთის გიდების ასოციაცია ოფიციალურად გახდა სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი. ეს არის ის უმაღლესი საფეხური, რომელზე ასვლაც თითოეული სამთო გიდის, ან ასოციაციის ოცნებაა. ესაა გამყოლთა ჩემპიონთა ლიგა, რომლის ლოგოტიპის დანახვა გიდის ქურთუკზე, კლიენტს ყველანაირ კითხვას უქრობს და აგრძნობინებს, რომ საიმედო ხელშია. ყველაფერი კი ზუსტად 30 წლის წინ დაიწყო, როდესაც კერძო სექტორის ინიციატივით პირველი კავშირი შედგა, ახალგარდა ქართველ მთასვლელთა და შვეიცარიის სამთო პროფესიონალ სამთო გამყოლთა შორის. შემდეგ შეიქმნა სამთო გამყოლთა სახელმწიფო სკოლა. ამას მოჰყვა შვეიცარიის პროფესიონალთა მიერ აღიარებული მთის გიდის დიპლომი და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე. ახლა კი სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის რუკაზე გამოჩენა საქართველოს მიმართ ნდობასა და ინტერესს რადიკლალურად ზრდის. როგორია მოლოდინები და რას შექვლის ეს აღიარება ჩვენთვის, მთებისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის?