მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საპატრიარქო ბიუჯეტიდან 2025 წელს ₾25 მლნ-ს მიიღებს

განცხადევა

საქართველოს საპატრიარქო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 25 მლნ ლარს მიიღებს.

ანალოგიური იყო სამოციქულო ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელსაც, თუმცა, პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია.

2024 წლის დაფინანსება

მთავრობამ დაფინანსების ზრდის შესახებ განკარგულება 15 მარტს გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ განათლების სამინისტროს დაავალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარების გასაწევად. ჩამონათვალში არის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საპატრიარქოს სკოლები (გიმნაზიები), სკოლა-ინტერნატები, პროფესიული კოლეჯები და სხვ.

ყველაზე დიდი თანხა, 22 მილიონ ლარზე მეტი კი გამოყოფილია ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდისთვის“.

მარტში პრემიერმა მედიის შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ მოქმედებს საპატრიარქოს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა ჯერ კიდევ შარშან, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და სწორედ ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით ხუთი მილიონით. კობახიძის თქმით, დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

უცნობია, რა იქნება 2025 წლისთვის გამოყოფილი ასიგნება ბიუჯეტის საბოლოო პროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები