მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აუდიტს PWC ჩაატარებს

6196730d63c0c
BM.GE
18.11.21 20:30
880
საქართველოს საპენსიო სააგენტოს აუდიტს "დიდი ოთხეულის" წევრი PWC ჩაატარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გამოსცა. სააგენტოს აუდიტს აქამდე ასევე "დიდი ოთხეულის" წევრი KPMG ატარებდა.

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 220 000 ლარით,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოში 1.2 მილიონი მოქალაქის 1.87 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგები ინახება. ამასთან, სააგენტო ამ აქტივების აქტიურად ინვესტირებისთვის ემზადება, რისთვისაც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს "საქართველოს ბანკთან" სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულებაც გააფორმა. 

ამჟამად საპენსიო სააგენტოს აქტივები 8 კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და მიმდინარე და ვადიან ანგარიშებზეა განთავსებული. საშუალო საპროცენტო სარგებელი, რაც ამ აქტივებს ერიცხება, 11%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები