2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. ტელევიზიებისმიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს წინა წელთან შედარებით 33 პროცენტით შემცირდა (47,3 მლნ აშშ დოლარიდან 32 მლნ აშშ დოლარამდე.) რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლები კი 4,8 მლნ აშშ დოლარიდან 4,1 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა.
საქართველოში სარეკლამო ბაზარზე კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს კლება რთული ეკონომიკური გარემოთი და ლარის დევალვაციითაა განპირობებული, თუმცა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები (ცვლილებებით შემცირდა ერთ საათში დასაშვები რეკლამის წუთობრივი მაქსიმუმი ), რომლებიც მოკლე ვადებში ამოქმედდა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ როგორც კერძო სექტორის, ისე სამთავრობო უწყებების მიერ განთავსებული ფასიანი მასალების შესაბამისი აღნიშვნა ხშირად არ ხდება, განსაკუთრებით ბეჭდვით და ონლაინ მედია საშუალებებში, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოფხვრა თვითრეგულირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის სპეციალისტებისა და მედია წარმომადგენლების პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების ამაღლების გზით უნდა მოხდეს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ როგორც კერძო სექტორის, ისე სამთავრობო უწყებების მიერ განთავსებული ფასიანი მასალების შესაბამისი აღნიშვნა ხშირად არ ხდება, განსაკუთრებით ბეჭდვით და ონლაინ მედია საშუალებებში, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოფხვრა თვითრეგულირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის სპეციალისტებისა და მედია წარმომადგენლების პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების ამაღლების გზით უნდა მოხდეს.
"ამჟამად საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიას ორი კომპანია იკვლევს, რაც, სავარაუდოდ, არ არის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა. ის გარემოება, რომ ამ კომპანიების მიერ მომზადებული რეიტინგები ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, ბაზარზე, დიდი ალბათობით, გაურკვევლობას გამოიწვევს.
სარეკლამო შემოსავლების შემცირების ფონზე სახელისუფლებო ორგანოებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალებისათვის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებსადა მედიასაშუალებებს შორის გაფორმებული ზოგიერთი ხელშეკრულება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პრობლემურად მიაჩნია შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პროპაგანდის მიზნით უკანასკნელი თვეების განმავლობაში 1,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ფიქტიურ კომპანიებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, საგანგებოდ ამ კონტრაქტების გასაფორმებლად შეიქმნა“, - ვითხულობთ კვლევაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
"ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მედია საშუალებებთან დადებული არც ერთი სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულება არ არღვევდეს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას. სახელმწიფო უწყებების სარეკლამო მოთხოვნები არ უნდა ახალისებდეს და არ უნდა მოითხოვდეს იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც არ არის მიზანშეწონილი ეთიკური თუ პროფესიული თვალსაზრისით. მაგალით-ად, არ უნდა ხდებოდეს მთავრობის საქმიანობის ფასიანი გაშუქება და სარედაქციო შინაარსის სახით პრეს რელიზების გავრცელება სათანადო აღნიშვნის გარეშე. მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სარეკლამო მიზნებით გაწეული სამთავრობო ხარჯები გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად განაწილდეს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.
ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, რომლებმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს მედია საშუალებებზე, პარლამენტმა ცვლილებების ძალაში შესასვლელად საკმარისი ვადები უნდა უზრუნველყოს. ამ გზით დაინტერესებულ მხარეებს მიეცემათ საშუალება მოემზადონ ცვლილებებისათვის და ცვლილებების დანერგვა არ გამოიწვევს განსაკუთრებულ შეფერხებებს მედიის სექტორში. ამ პროცესში საჭიროა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვა.
მედია საშუალებებმა სათანადოდ უნდა აღნიშნონ კომერციული სახის მასალები, რომლებიც მათი სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში არ შექმნილა.
მარკირება იმგვარად უნდა ხდებოდეს, რომ მკითხველისა თუ მაყურებლისათვის გასაგები იყოს, რომ ამა თუ იმ მედია საშუალებამ მასალის გამოსაქვეყნებლად ანაზღაურება ან სხვა სახის კომპენსაცია მიიღო. ასევე, სათანადოდ უნდა აღინიშნოს ის ჟურნალისტური ნამუშევრები, რომლებიც უფასო სანიმუშო პროდუქტის, მივლინების, ან რეპორტაჟთან დაკავშირებული მხარისაგან რაიმე სხვა ფორმით მიღებული შემოწირულობის საფუძველზეა მომზადებული“, - ვკითხულობთ კვლევაში.
ასევე, უკანასკნელი წლების განმავლობაში სპონსორობა სამაუწყებლო მედია საშუალებების შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ტელევიზიებმა 2013 წელს სპონსორობიდან 13.4 მლნ. ლარი (8 მლნ. აშშ დოლარი) მიიღე. 2014 წელს ეს თანხა 18,2 მლნ ლარამდე (10.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა, 2015 წელს კი 16,6 მლნ ლარამდე (7.3მლნ აშშ დოლარი) შემცირდა. 2016 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების შემოსავალი სპონსორობიდან 1.4 მლნ ლარი (0.57 აშშ დოლარი) იყო. 2015 წლის იმავე პერიოდში კი შემოსავალმა სპონსორობიდან 4 მლნ ლარი (1.92 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

























