მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები

BM.GE
08.03.22 12:26
454
უკრაინის „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის“ ინფორმაციით, ომის მიუხედავად უკრაინული კომპანიების 52% მუშაობას აგრძელებს. „ევროპის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კომპანიების 27% გაჩერებულია, მაგრამ საქმიანობის განახლების სურვილს გამოთქვამენ.

კვლევის თანახმად, კომპანიების 63% აგრძელებს თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას, ხოლო 45% დამატებით ანაზღაურებასთან ერთად ავანსსაც გასცემს. ამას გარდა, ბიზნეს კომპანიების 41% უკრაინის არმიას ფინანსურად ეხმარება, 35% აგრძელებს იმ თანამშრომლებზე ანაზღაურების გაცემას, რომლებიც ფრონტზე წავიდნენ. კომპანიების 31% არმიას საკვები პროდუქტებს, 29% სახვა და სხვა მომსახურებას, 16% მედიკამენტებს, ხოლო 9% თავდაცვისთვის საჭირო მოწყობილობებს აწვდის.

ამ რეალობის მიუხედავად რუსეთის არც თუ მოწესრიგებული საომარი ტაქტიკა აჩვენებს რომ მათი სამიზნე ხშირად ხვდება ფაბრიკა ქარხნები, ის ძირითადი ადგილები, სადაც ადგილობრივი წარმოებაა გამართული.

სტუმრები: რუსუდან გიგაშვილი - "მომავლის ფერმერი", ხელმძღვანელი;
ბექა გონაშვილი, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები