მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ნავთობნაკადები მნიშვნელოვნად მცირდება"

5b07236a0a3b1
მაია ბიწაძე
25.05.18 09:35
1162
საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის საშუალებით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვამ შეუქცევადი კლების ხასიათი მიიღო,-ამის შესახებ ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია.

კვლევის მიხედვით, ნავთობნაკადის მოცულობა 2012 წელს - 9.5 მლნ ტონიდან, 2017 წელს - 4.3 მლნ ტონამდე დაეცა, ანუ შემცირებამ 55 % შეადგინა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ 2012 წელს გადაზიდული იქნა 20.1 მლნ ტონა ტვირთი, საიდანაც ნავთობნაკადის მოცულობამ 47% შეადგინა, ხოლო 2017 წელს, 10.7 მლნ ტონაში - 40 %, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნავთობნაკადის შემცირების ფონზე არ მომხარა, „დაკარგული“ ნავთობნაკადის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება.

"მშრალი ტვირთების შემცირებას საქართველოს რკინიგზაზე დაღმავალი ტრენდი გააჩნია, კერძოდ 2012 წელს მშრალი ტვირთების მოცულობა 10.6 მლნ ტონას შეადგენდა, 2017 წელს კი 6.4 მლნ ტონაა, კლებამ ამ სეგმენტში 40% შეადგინა",- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ნავთობის და ნავთოპროდუქტების გატარებაზე ტარიფების ზრდა, ყველაზე შესამჩნევად საქართველოს საზღვაო ტერმინალებში (ფოთი, ბათუმი, ყულევი) ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტერმინალებმა ჯამურად 2017 წელს 4.23 მლნ ტონა ნავთობნაკადი გაატარეს, 2016 წელს - 5.44 მლნ ტონა, ანუ შემცირებამ ერთ წელიწადში 22% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები