მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ვებგვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს

მეწარმეები
21.12.23 11:20
377

საქართველოს სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის გადახდის სისტემით ინტეგრირებულ უფასო ვებგვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს. კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს გადაეცემათ მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული ვებგვერდი უფასოდ.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარებას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ელექტრონული კომერციის საშუალებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით.

სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისათვის უზრუნველყოფს: უფასო ვებგვერდის დამზადებას; ვებგვერდის მართვის უფასო ტრენინგს; ერთწლიან უფასო დომენს; ერთწლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა უნდა შეავსონ კითხვარი ბმულის საშუალებით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfVKz1N4As3fDaJCH…/viewform

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები