მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია - Fitch;

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი მოცულობა შესადარის ქვეყნებზე უფრო დაბალია. ეროვნულ ბანკში კი მიიჩნევენ, რომ მათი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად შეძლეს საჭიროების დროს გამოეყენებინათ რეზერვების ნაწილი . სწორედ, ამიტომ გასულ თვეს ერთჯერადი ფაქტორების გასანეიტრალებლად სებმა 213 მილიონი დოლარი დახარჯა. წინასაარჩევნო ინტერვენციები დღეს ეროვნულ ბანკს პარლამენტის თავმჯდომარემაც მოუწონა. ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ , რომ საქართველო უფრო მძიმე პერიოდს შემცირებული სავალუტო რეზერვებით ხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები