სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისსების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა დღეს რეკორდულ $3,717,035,400-ს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს $701 მილიონით აღემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შვსების პოლიტიკას ატარებს, რის გამოც სებ-ი ლარის ზოგადი გაუფასურების მიუხედავად, სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს.
2019 წელს სებ-მა 11 ინტერვენციის შედეგად, $165 მილიონი დოლარი შესიყიდა.
ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა რეზერვების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომელსაც სავალუტო ოფციონები ჰქვია. ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს 650 მილიონი ლარის ღირებულების ოფციონები ($233 მილიონი დღევანდელი კურსით) გაყიდა, ფაქტობრივად გამოყენებული ოფციონების მოცულობა კი 136 მილიონ ლარს ($48 მილიონს დღევანდელი კურსით) შეადგენს.
სავალუტო რეზერვების მოცულობაზე გავლენა ეროვნული ბანკის კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ იქონია, რაც უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდას წარმოადგენდა.
დღეს IMF-ის დირექტორის მოადგილემ დევიდ ლიპტონმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია რეზერვების შევსების პოლიტიკას მიესალმება.

























