მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.63 მილიარდ დოლარს მიაღწია

63909b6e59d8b
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.22 18:07
1824

საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.63 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში რეზერვების ზომა 251 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან რეკორდულად დიდ მოცულობას მიაღწია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვები 700 მილიონი დოლარით არის მომატებული.

ჯერჯერობით უცნობია რა ფაქტორის გამო მოხდა წინა თვეში სავალუტო რეზერვების ასეთი მკვეთრი ზრდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო საგარეო კრედიტების ჩამორიცხვა, ასევე სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმის მეშვეობით უცხოური ვალუტის შესყიდვაც.

საქართველოს სავალუტო რეზერვების დაგროვების დინამიკა ბოლო რამდენიმე თვეა შეიმჩნევა, ივნისის შემდეგ რეზერვების ზომა 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.  


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები