მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საზღვარზე ₾50 მლნ-ის "ჰეროინის" შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე ₾50 მლნ ლარის ღირებულების "ჰეროინის" შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, 50 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს დანიშნულებით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთა", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ის ცნობით, ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

"გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს.

157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გადატანას „მარმარილოს ფილებით“ ცდილობდნენ.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

საქართველოში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის ეს უმსხვილესი ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად გამოავლინეს, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები