საქართველოს საზღვაო ზოლზე ახალი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნება – ამის შესახებ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, ქალების ნარატივის ეთერში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ სააგენტოს, საერთაშორისო ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც იტალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც დღესდღეობით, აღჭურვილი აქვს მთელი ევროპის სისტემები. ხოლო სიახლე საქართველოში, ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევა და მას სრულიად ახალი სისტემები იქნება დაყენებული.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო სტანდარტს დღესაც აკმაყოფილებს, თუმცა განვითარებისა და ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარზე იტალიური კომპანიის შემოსვლა, იმისათვის, რომ საზღვაო ზოლზე ყველაფერი მწყობრში იყოს. ხელშეკრულებას ხელი ერთი თვის წინ მოეწერა, სამზადისი უკვე დაწყებულია, სექტემბერს კი, უკვე განახლებული საკოორდინაციო ცენტრით ვხვდებით“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.