მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შედეგები კორუფციის აღქმის ინდექსში

​​2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავრცელებს. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსი, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია. ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზია აღსანიშნი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები