მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს შვიდ საოცრებას შორის მარტვილის კანიონს დავასახელებდი" - National Geographic საქართველოზე

5dbc4fc863961
BM.GE
01.11.19 19:28
1727
National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს. 

„GEORGIA UNCOVERED“ - ამ სათაურით National Geographic საქართველოს რეგიონების შესახებ მე-5 სტატიას ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში National Geographic-ის მკითხველს საშუალება აქვს საქართველოს რეგიონების შესახებ საინტერესო აღწერები და ფოტოკოლაჟი იხილოს.

National Geographic-ის ჟურნალისტი სტატიაში ცალკე თავს უთმობს სამეგრელოს ბუნებას. აღწერს კაღუს ჩანჩექერს და მარტვილის კანიონს.

„საქართველოს შვიდ საოცრებას შორის მარტვილის კანიონს დავასახელებდი. კანიონის ლურჯ და მწვანე ფერის წყლებში ნავით გასეირნება ზაფხულის სიცხეში ნამდვილი შვებაა. აქ სანაოსნო გამოცდილება არ დაგჭირდებათ, გადაადგილებაში გიდი დაგეხმარებათ“- წერს აარონ ჰუი.

National Geographic-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბახმაროს, სტატიაში აღწერილია სამთო კურორტი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბახმაროს ტრადიციული დოღი.

სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საკმაოდ ვრცლად წერს სვანეთის შესახებ. ჟურნალისტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ უშგულს, შუასაუკუნეების ტაძრებს, უძველეს ტრადიციებს, საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას და უშბასთან და თეთნულდთან დაკავშირებულ ლეგენდებს აღწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები