მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სტენდი პეკინის კინოფესტივალზეა

5ad4b21020821
BM.GE
16.04.18 18:10
726
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 22 აპრილის ჩათვლით საქართველოს სტენდი იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა, რომელიც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალზე წარმოდგენილია კინოინდუსტრიის ხელშემწყობი პროგრამის, ,,გადაიღე საქართველოში“ , საინფორმაციო სტენდი, რომლის მიზანიცაა ჩვენი ქვეყნის, როგორც კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაცია. სტენდთან მისულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. კინოფესტივალის ფარგლებში, პროგრამის წარმადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებსაც გამართავენ, მათ შორის ინდოელ კინომწარმოებლებთან.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოსაპოვებლად, მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმი - ანა ურუშაძის "საშიში დედა" და მარიამ ხაჭვანის "დედე" იღებენ მონაწილეობას. ხოლო, სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".

კინოფესტივალზე საქართველო, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იღებს მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები