მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აგრარული ბაზრები გაიხსნა

5ea6804c0945e
ნინი ლონგურაშვილი
27.04.20 10:46
1335
"დღეს დილიდან საქართველოს ბევრ სხვადასხვა ქალაქში აგრარული ბაზარი გაიხსნა, მათ შორის მარნეულში", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა გადაცემა თენგიზ კალანდაძემ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

"დღეს, ეტაპობრივად, გარკვეული გახსნა დაწესდა ჩვენი ეკონომიკის, ეს არის ავტომობილით გადაადგილება, რაც უზრუნველყოფს სურსათის მიწოდების შედარებით გაადვილდებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დახურული მარკეტები გაიხსნება. კიდევ გვაქვს სიახლე, რომ დღეიდან იხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები. გუშინ ჩვენ მტელი დღე ვიყავით მარნეულის ბაზარში, დღეს დილიდან გაიხსნა საქართველოს ბევრ სხვადასხვა ქალაქში აგრარული ბაზარი და მათ შორის მარნეულში", -  აცხადებს თენგიზ კალანდაძე

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო, შესაბამისად, უქმდება რეგულაციების ნაწილი, რომლებიც აქამდე კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები