მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს თაიგულმა" პრემიუმკლასის ჩაი დაამზადა

5bf6c0942d6c4
მაია ბიწაძე
22.11.18 18:39
2382
პრემიუმკლასის ქართული ჩაი, რომელსაც კომპანია "საქართველოს თაიგული“ აწარმოებს, საქართველოს ბაზარზე ახალი წლიდან გამოჩნდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია ბასილაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, ჩაი დასაფასოებლად მზად არის და ამჟამად საზღვარგარეთიდან შესაფუთ მასალებს ელოდებიან, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყება ჩაის საცალო ქსელისთვის მომზადება.

"საქართველოს თაიგული"-ის მიერ წარმოებული ჩაი სავაჭრო ქსელში "ოქროს თაიგულისა" და "ქართული ექსტრას" ბრენდით გაიყიდება. კომპანია "ოქროს თაიგულის“ სახელწოდებით ორი სახის დასაყენებელ: მწვანე და შავ ჩაის გამოუშვებს, "ქართული ექსტრას" ბრენდით კი ხუთი სახეობის, ერთჯერად პაკეტებში დაფასობული ჩაი გაიყიდება. დასაყენებელი კილოგრამი ჩაის ფასი საცალო ქსელში - 50 ლარი, ხოლო ერთჯერად პაკეტებში დაფასოებულის - 100 ლარი იქნება. პროდუქცია თავდაპირველად სრულად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

როგორც ილია ბასილაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, წელს 6 ტონა პრემიუმკლასის ჩაი დაამზადეს, მომავალ წელს კი ამ მოცულობას 8 ტონამდე გაზრდიან. კომპანიამ ნედლი ჩაის ფოთოლი ნაწილობრივ გურიის მოსახლეობისგან შეისყიდა, ნაწილი კი საკუთარ პლანტაციებში, 5 ჰექტარზე მოიყვანა, რომელიც 2016 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 15 წლიანი იჯარით გადასცა. თუმცა, როგორც ილია ბასილაშვილი განმარტავს, ეს ნედლეული საკმარისი არ არის.

"ნედლეულის მკვეთრი დეფიციტი გვაქვს, არადა ახალი საწარმო ავაშენე, ინვესტიცია განვახორციელე, მზად ვარ ადამიანები დავასაქმო, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო რაღატომღაც ხელს არ გვიწყობს, რომ ჩაის პლანტაციები ავიღოთ, არადა უამრავი პლანტაციაა, რომელიც აღდგენას საჭიროებს და დღეს ნაგავსაყრელადაა ქცეული.
კილოგრამ მწვანე ჩაის ფოთოლში 3,5 ლარი გადავიხადეთ, იმისთვის, რომ 8 ტონა ჩაი ვაწარმოოთ, მინიმუმ 40 ტონა ჩაის ფოთოლი უნდა გადავამუშაოთ, ეს დაახლოებით 140 ათასი ლარია, რომელიც გურიის სოფლებში რჩება.

ჩვენი საწარმო 2003 წელს დაფუძნდა და ჩაის ოჯახურ პირობებში ვამზადებდით. 2016 წელს იაფი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით გავფართოვდით, ახალი საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც 2017 წელს დასრულდა, 2018 წლიდან ჩაის ახალ საწარმოში ვამზადებთ“, - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.
"საქართველოს თაიგულის“ საწარმო ოზურგეთში მდებარეობს. მისი მშენებლობას და მოწყობას 428 ათასი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა, რომლიც ნაწილიც გრანტი, ნაწილი კი კერძო ინვესტიცია და "იაფი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება იყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები