მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები თურქი ინვესტორებისთვის კარგ შესაძლებლობებს აჩენს"

594e2736144c6
BM.GE
24.06.17 12:46
1172
„საქართველოსა და თურქეთს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ამ პარტნიორობაში ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში თურქეთის ელჩმა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ინვესტიციების კუთხით სტაბილურად ტოპ სამეულში შედის.

"რასაკვირველია ჩვენთვის ეს რეზულტატი საამაყოა, თუმცა მიზანია მაინც სხვა არის: სრულად ავითვისოთ საქართველოს პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანაში არის დარჩენილი. სხვათაშორის გასულ თვეს თურქეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში ქვეყნის 7 მინისტრთან ერთად ზემოთხსენებული პოტენციალის ანალიზისთვის ძალიან კარგი საშუალება იყო. ამ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მასშტაბების გაფართოვებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე მუშაობა არაუგვიანეს სექტემბრის თვისა უნდა დასრულდეს. მოცემული გაფართოვება ცხადია ერთი მხრივ გაზრდის ორმხრივ სავაჭრო მოცულობას და ამავდროულად შეამცირებს სავაჭრო დისბალანსს, რომელიც ამ ეტაპზე თურქეთის სასიკეთოდ არსებობს.

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ რომ ორმხრივი ინვესტიციების მოცულობაც გაიზრდება უახლოეს მომავალში და ამას ისევ და ისევ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები შეუწყობს ხელს. გეტყვით იმასაც რომ თურქეთისთვის ძალიან ხელსაყრელი და საინტერესოა საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რადგან თავისთავად ეს დამატებით შესაძლებლობებს აჩენს თურქი ინვესტორებისთვისაც. თურქეთი ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, თუმცა ეს ურთიერთობები ამჟამადაც ძალიან კარგ ეტაპზეა“, - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები