მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ტერიტორია არასდროს დაუკარგავს იმის გამო, რომ უცხოელმა მიწა იყიდა"

593a33dd02dea
BM.GE
09.06.17 10:00
1022
მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, პირველ რიგში საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას შეეხება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „გირჩი“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ, გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას მხარს უჭერს და მთავრობამ გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ მიიღო. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აკრძალვის შემდეგ, მიწების ფასი შემცირდება.

"ადამიანების უდიდეს ნაწილს წამოუდგენია რომ არანაირი მიწის უცხოელებზე მიყიდვა არ მოხდება, საუბარია მხოლოდ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც რეგიონებში მდებარეობს.

ეს კონკრეტულ ადამიანებს დააზარალებს. რეგიონებში მოსახლების დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მათ საკუთრებაში ისედაც აქვთ მიწის ნაკვეთები.
საკუთრებაში არსებულ მიწებს ისინი ვერ გაყიდიან უცხოელებზე. ეს ადამიანები უფრო გაჭირვებულები არიან, ვიდრე მოსახლეობა თბილისში.

ეს პირველ რიგში აკრძალვა დაარტყავს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას, მიწების ფასი კი დავარდება.

საქართველოს ტერიტორია არასდროს დაუკარგავს იმის გამო, რომ უცხოელმა მიწა იყიდა", - ამბობს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები