ამის შესახებ Bm.ge-ის "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა და HUB Georgia-ს ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.
როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვების ზრდა ბოლო წლებში, სომხეთიდან ლარსის გავლით რუსეთში ტრანზიტით მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის მატებით არის განპირობებული. შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტმა, ცალკეულ სატრანზიტო მიმართულებებზე სარკინიგზო ტრანსპორტს კონკურენცია გაუწია.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, რომელიც გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავლების მონაცემებს ემყარება, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანზიტით მოძრავი ავტოტრანსპორტის ჯამურმა შემოსავალმა 39.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 21%-ს აღემატება.
(ერთეული ავტომობილი)

ცნობისათვის, ტრანზიტად მოძრავი თითოეული სატვირთო ავტომობილი, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის 200 ლარს. შესაბამისად, სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობამ 2018 წელს 195 850 ერთეული შეადგინა.

,,საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით ტრანზიტად მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდა, გარდა ბოლო პერიოდში სომხეთის ტრანზიტის ზრდისა, სავტომობილო გადაზიდვებზე თურქეთსა და ირანს შორის დაწესებული მაღალი საგზაო გადასახადებით არის განპირობებული, რაც თურქ საავტომობილო გადამზიდავს უბიძგებს, ცენტრალური აზიის მიმართულებით გადაზიდვები საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით განახორციელონ“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

























