მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს „ტურისტულ ბუშტში“ ცოტა ქვეყანა მოხვდება - Galt&Taggart

5eee0eef16a17
თელარა გელანტია
21.06.20 10:30
3763
„ტურისტული ბუშტები“ ესაა მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნები, ვინც ერთმანეთთან ეტაპობრივად ხსნიან საზღვრებს.

Galt&Taggart-ის ახალი კვლევა - „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ აჩვენებს, რომ პირველ ეტაპზე, საქართველოს ტურისტულ ბუშტში ქვეყანათა მხოლოდ მცირე რაოდენობა მოხვდება, რადგან საქართველოს ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები სტუმრობენ და იქ ახლა ეპიდსიტუაცია სახარბიელო არაა. მაგ.: რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი.

კვლევის თანახმად, ამჟამინდელი „მწვანე ზონების“ ქვეყნების წილი ჯამურ ვიზიტორებში 2019 წლის II ნახევარში მხოლოდ 6%-ს შეადგენდა. საზღვრების გახსნა შესაძლებელია საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, ჩინეთთან და ა.შ.

ამდენად, G&T-ში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად საზღვრების გახსნისა, ნაკლებად სავარაუდოა ტურისტთა დიდი ნაკადები საქართველოში. 

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმადვე, წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა - 58%-ით, საქართველოში კი, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები