მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია გმობს აგრესიას მოქალაქეების მიმართ

ტურიზმის ასოციაცია

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და მისი წევრები სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და წერენ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უპირველესი მიზანია.

"საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და მისი წევრები დაარსებიდან დღემდე მუშაობენ საქართველოს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უპირველესი მიზანია.

ჩვენ ვგმობთ მოქალაქეების მიმართ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენ მალე შევუერთდებით ევროპულ ოჯახს და ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება ჩვენი მომავალია!!
საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობისთვის!!", - წერს ასოციაცია სოციალურ ქსელში.

საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ტექსტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები