მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია რეგიონში World Sustainable Hospitality Alliance-ის წარმომადგენელი ხდება

კავკასიის ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი სიახლეა — საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სტანდარტების კომიტეტის ინიციატივით, ასოციაცია ოფიციალურად ხდება World Sustainable Hospitality Alliance-ის წარმომადგენელი მთელს რეგიონში. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ადგილობრივ კერძო სექტორს პირდაპირ წვდომას მისცემს გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმებსა და მდგრადი სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტებზე. ამ ისტორიული მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი 22 სექტემბერს, სასტუმრო „პარაგრაფში“, მე-8 საერთაშორისო კონფერენციის — „სტანდარტები ტურიზმში“ — ფარგლებში გაიმართება, სადაც გლობალური მასშტაბის სპიკერები და ექსპერტები მოიყრიან თავს. რას შეცვლის ეს პარტნიორობა ქართულ ბაზარზე და რას სთავაზობს კონფერენცია სექტორს?

სტუმრები: ნატალია კვაჭანტირაძე — საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე; თეონა ნემსიწვერიძე — საქართველოს ტურიზმის ასოციაციის სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები