მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ღონისძიება „სტანდარტები ტურიზმში“ გაიმართა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარმასპინძლობის სექტორის მხარდამჭერია. ახლახან, ბანკსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 22 სექტემბერს, თბილისში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში გაიმართა.

ღონისძიებაზე სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: დანიშნულების ადგილების განვითარება, მისი გაძლიერება და მენეჯმენტი, მდგრადი ტურიზმი, კერძო სექტორის როლი დანიშნულების ადგილის განვითარებაში, სასტუმრო ინდუსტრიაში გაციფრულების მნიშვნელობა, სასტუმროს შეფასების, აუდიტირების, ვარსკვლავის სერტიფიკატის გადაცემის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ისეთი სპიკერებისთვის მოესმინათ, როგორიცაა: გლენ მანძიუკი, World Sustainable Hospitality Alliance - ის დირექტორი. „საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები