მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი

ავტომობილების ექსპორტი

2023 წლის 8 თვეში საქართველოდან უცხოეთში 4 მილიარდი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 14%-ით მეტია. ექსპორტში პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი იკავებს, რაც წლიურ ჭრილში 178%-ით არის გაზრდილი და ის რეკორდულ 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები იკავებს 411 მილიონი დოლარით, თუმცა ამ საქონლის ექსპორტი წლიურად 40%-ით არის შემცირებული. მესამე პოზიციაზე კი ღვინის ექსპორტია 169 მილიონი დოლარით. 

საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი:

  • მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 1.37 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 178%; 
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 411 მილიონი დოლარი, კლება 40%;
  • ღვინის ექსპორტი - 169 მილიონი დოლარი, ზრდა 16%;
  • სპირტიანი სასმელები - 115 მილიონი დოლარი, ზრდა 40%;
  • ფეროშენადნობები - 115 მილიონი დოლარი, კლება 69%;
  • აზოტოვანი სასუქები - 113 მილიონი დოლარი, კლება 41%;
  • ელექტროენერგია - 94 მილიონი დოლარი, ზრდა 23%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 89 მილიონი დოლარი, ზრდა 33%;
  • გაზირებული შაქრიანი წყლები - 76 მილიონი დოლარი, ზრდა 49%;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 74 მილიონი დოლარი, ზრდა 10%.

საქართველოს საექსპორტო საქონლის პირველ ათეულში მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის რეექსპორტირებულ პროდუქციაზე. მსუბუქი ავტომობილები სრულად რეექსპორტს წარმოადგენს, ხოლო სპილენძის მადნები და კონცენტრატების ექსპორტის თითქმის ნახევარი რეექსპორტს წარმოადგენს, რადგანაც 2023 წლის 8 თვეში საქართველომ 203 მილიონი დოლარის სპილენძის მადნების იმპორტი განახორციელა. 

ყველაზე მკვეთრად შემცირებულია ფეროშენადნობების ექსპორტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით, ანუ 257 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები