მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფოა

57591b726e0a7
BM.GE
09.06.16 11:30
1681
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.

უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 15 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე - გაერთიანებული სამეფო 12 პროცენტით.

აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 137 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, თუმცა მცირედით ჩამორჩება ბოლო სამი კვარტლის მონაცემებს.

57 მილიონი შეადგინა ქვეყანაში თურქეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან კი 44 მილიონი დოლარი.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 200 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 53 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 58 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 40 მლნ. აშშ დოლარით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები