2018 წლის იანვარ-მარტში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 118.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ფეროშენადნობების ექსპორტი 85.1 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.5 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 64.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.8 პროცენტი შეადგინა.